სასწავლო პროექტი


მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის დაპროექტება


2.  პროექტის მტავარი იდეა (თემა) 1–2  წინადადებით:  გრაფი. გრაფების გამოყენება.
3.  პროექტის აქტუალობა:  ეს პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები იყენებენ დისკრეტული მათემატიკის ელემენტებს. უვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, გამოყენების, აზრთა ურთიერთ გაზიარების, ურთიერთ თანამშრომლობის უნარები.
4.  პროექტის  მიზნები:  განუვითაროს  მოსწავლეებს სამუშაოს დაგეგმვის, სამუშაოს შესასრულებლად საჭირო  მოქმედებების შერჩევის, ამ მოქმედებების შესრულების  მიმდევრობის დადგენის უნარი.
5.  მონაწილეთა ასაკი:  14  -15  წელი.  (IX   კლასი}.
6.  ვადები / ხანგრლივობა:    ერთი კვირა.
7.  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:   პრობლემის  გადაჭრისას  იყენებს დისკრეტული მათემატიკის ელემენტებს.  გეგმის  ან განრიგის შედგენისას იყენებს  დიაგრამებს, ერთი ნიშნით ოპტიმალყრი მარშრუტის მოსაძებნად იყენებს  გრაფებს.
8. პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები:  სახელმძღვანელო, ადამიანური  რესურსი, საძიებო სისთემა GOOGLI.
9. პროექტის მსვლელობა; (ძირითადი აქტივობები;  
ა )  ჯგუფების  შემადგენლობის განსაზღვრა და  ფუნქციების  განაწილება.
ბ) მასალის მოძიება. დამუშავება,  გრაფების შედგენა.
გ) მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია
დ )  დისკუსია.
ე ) შეჯამება
     მოსწავლეებმა უკვე იციან თუ რა ფიგურაა გრაფი, როგორია ორიენტირებუილი გრაფი, იციან  გრაფის   რომელი ნაწილია მარყუჟი, ასევე იციან რომელი გრაფია უნიკურსალური.
       კლასს ვყოფ სამ  ჯგუფად, ვაძლევ  სათანადო  დავალებას.
  პირველ ჯგუფს  დაევალოს  მრავალსართულიანი სახლის  მშენებლობის დაპროექტებისათვის,  მოიძიონ და  მიიღონ სათანადო კონსულტაცია სპეციალისტებისაგან.
   მეორე ჯგუფს დაევალა დაალაგონ სწორი  თანამიმდევრობით, მოცემული  სამუშაოები;
       1) გრუნტის გამოკვლევა.
       2) წყალგაყვანილობის სახლამდე მიყვანა.
       3) პროექტირება.
       4) შიგა და გარე კედლების  აშენება.
       5) შენობის კარკასის აგება.
       6) ფუნდამენტის  მოწყობა.
       7) ქვაბულის ამოთხრა.
       8) გადახურვა.
       9) ტერიტორიის კეთილმოწყობა და სხვა.
გრაფის ყოველ წიბოს  დააწერონ სამუშაოს ნომერი.
  მესამე ჯგუფს  დაევალა  დაამატონ მათი  შეხედულებით სახლის  მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოები და ისინიც გამოსახონ  გრაფზე.

       მოსწავლეთა ჯგუფებს პერიოდულად ვამოწმებ, რომ დავადგინო რამდენად სწორად მუშაობენ, ვაძლევ შესაბამის  ინსტრუქციას. მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა   დისკურსია, ბოლოს კი   მოხდა მოპოვებული ინფორმაციის  შეფასება-შეჯამება.
   შეფასებისას ყურადღებას ვაქცევ რამდენად სწორად შეუძლიათ ისტ-ის  გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად და მისი ორგანიზება მსგელობა, გრაფების აგება.                                                                                                                                                                                                 
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი;
  პრობლემის გადაჭრისას იყენებს დისკრეტული მათემატიკის  ელემენტებს.
გეგმის ან განრიგის შედგენისას იყენებს დიაგრამებს; ერთი ნიშნით ოპტიმალური მარშრუტის მოსაძებნად (ალგორითმის გარეშე ) იყენებს გრაფებს.
 11. პროექტის  ხელმძღვანელი ( მასწავლებელი )ნანა კაპანაძე.
12 . ხელმძღვანელის ელ . ფოსტა: nanakapanadze01@gmail.com  

No comments:

Post a Comment